ბიძინა ივანიშვილი რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ერევა, სინამდვილეში, ეს ყველამ კარგად იცის, მაინც ამბობენ, რომ ოლიგარქია და ერევა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ მტკიცებულება ნული – იონათამიშვილი

„მოდი, გავამარტივოთ ყველაფერი: ბიძინა ივანიშვილი რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ერევა, სინამდვილეში, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ამ ქვეყნისთვის რამდენი აქვს გაკეთებული, ესეც ჩვენზე არანაკლებად კარგად იციან. რა თქმა უნდა, მაინც ამბობენ (კამპანიურად), რომ ოლიგარქია და ერევა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ მტკიცებულება – ნული!“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციისთვის ძალიან ცუდ მოგონებებთან ასოცირდება:

სანამ „ქართული ოცნება“ იქნება, სულ ასე იტყვიან. რა შეუშლით უსაფუძვლო ბრალდებებში ხელს? ანუ, ეს რომ არ თქვან, „ქართული ოცნება“ აღარ უნდა იყოს. სულ მარცხდებიან მასთან და იმიტომ. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი მათთვის ძალიან ცუდ მოგონებებთან ასოცირდება. ანუ ძალაუფლების დაკარგვით და შემდგომი წარუმატებლობებით გამოწვეული კომპლექსები და დამარცხებულის ფსიქოლოგია, თავისას შვება. ამაზე მარტივად ამოსახსნელი და ასახსნელი, რა შეიძლება იყოს, არ ვიცი“, – ამბობს რატი იონათამიშვილი.

banner
წინა სტატიაშიჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რუს სად ვებრძვი, უკრაინაში თუ საქართველოში – უკრაინაში მებრძოლი ყოფილი სამხედრო
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკის პრეზიდენტი აშშ-ის ელჩს შეხვდა