ბიძინა ივანიშვილი : “რესპუბლიკური პარტიის“ წევრების ცოდნა პოზიტივში არ წაადგა არც ოპოზიციას და არც სახელმწიფოს

ძალიან ბევრ პრინციპულ საკითხებში, პროექტებში პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები როგორც წესი ოპოზიციის როლში გვევლინებოდნენ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, „რესპუბლიკური პარტია“ არის ძველი პარტია საქართველოს უახლოეს ისტორიაში, არის საკმაოდ თანმიმდევრული, იცავენ პარტიულ ფორმას და დიდი პატივს სცემენ პროცედურულ დემოკრატიას.

“გავაგრძელებდი რატომ ვთქვი და რატომ მოვიხსენიე, რომ „რესპუბლიკური პარტია“ ახერხებს მხოლოდ საკუთარი პარტიის მოფერებას და იწყება „რესპუბლიკური პარტია“ იქიდან, სადაც იწყება „რესპუბლიკური პარტია“ სახელმწიფო მათთვის იწყება და მთავრდება „რესპუბლიკურ პარტიაზე“ ამის დასაბუთებას შევეცდები დღეს. მე ვიხსენებ კოალიციაში „რესპუბლიკური პარტიის“ როლს, დავით უსუფაშვილთან მქონდა ძალიან ახლო ურთიერთობა, ძალიან ბევრს ვსაუბრობდი, ძალიან ბევრ დროსაც ვხარჯავდი და ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ მათ საკუთარ გამოცდილებას რაც მართლა აქვთ, მათ იურიდიული განათლებაც, პოლიტიკაში ყოფნის გამოცდილებაც და ასე შემდგომ და სხვა დანარჩენი პოზიტივს შეიტანენ კოალიციაში და კოალიციასაც ამ გზით განავითარებდნენ. საუბედუროდ მოხდა საპირისპირო მათ ვერ მოახერხეს კოალიციაში ამ თვისებების დანერგვა, უფრო მეტიც, ისინი იყვნენ ცუდი პარტნიორები მთელი 4 წლის განმავლობაში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან ბევრ საკითხებში, რაც იყო პრინციპული, ბევრ პროექტში პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები, როგორც წესი, ოპოზიციის როლში იყვნენ.

„მე გავიხსენებ ერთ-ერთს, ეს შემთხვევა გახლდათ ჩემი შეფასებით რა თქმა უნდა, როდესაც უსაფრთხოების სამსახური გამოეყო პოლიციას და ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რაც განახორციელა ახალმა ხელისუფლებამ რა თქმა უნდა, ვერც ერთი პროექტი ვერ იქნება იდეალური და საბოლოოდ ყველა პროექტი მომალავში საჭიროებს დახვეწას და შემდგომ განვითარებას. ეს ნაბიჯი იყო ძალიან საინტერესო და აქ ვნახეთ ხმალაძეც, რომელიც არის ძალიან კარგი იურისტი, უსუფაშვილიც არის ძალიან კარგი იურისტი ჰყავთ იურისტები განათლებული, მაგრამ რა დავინახეთ ჩვენ? რომ მათი ცოდნა საქმის საწინააღმდეგოდ მოხმარდა და არა სასარგებლოდ. როდესაც ვახტანგ ხმალაძე და დავით უსუფაშვილი ახალ კანონს იგონებდნენ, როგორ უნდა იყოს გასაღების თემა, ისე გაერთნენ ეს მცოდნე იურისტები, რომ დღეში ორ-ორ ახალ კანონს იგონებდნენ, რაც არც ევროპას სიზმრებია და არც ამერიკას. დამოკიდებულება ყველგან ჩანდა ერთი და იგივე რაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორმე დაესუსტებინათ პოლიცია და დაესუსტებინათ უსაფრთხოების სამსახური. ასეთი შთაბეჭდილება დატოვეს მათმა ცოდნამ და მათმა განათლებამ. ისინი რეალურად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად გაერთიანებული მხარს არ უჭერდნენ და იკვეთებოდა დიდი ეჭვი, რომ რაც სურვილი ჰქონდა ახალი ხელისუფლების მოსვლის დღიდან “ნაციონალურ მოძრაობას“, რომ როგორმე დაესუსტებინა პოლიცია და სახელმწიფო სტრუქტურები აქ „რესპუბლიკური მოძრაობის“ როლი თანხვედრაში მოვიდა „ნაციონალურ მოძრაობასთან”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ მცოდნე იურისტებს ავიწყდებოდათ, რომ უსაფრთხოების სამსახური არის ერთ-ერთი ძირითადი სამსახურის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრების ცოდნა პოზიტივში არ წაადგა არც ოპოზიციას, არც სახელმწიფოს და ძალიან ხშირად სხვა საკითხები შემიძლია დავასახელო, რომ უარყოფითად წარმოჩინდებოდა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციას აქვს ცდუნება გააშავოს არჩევნები, გარწმუნებთ, ხელისუფლებამ ეს არ იცის,-ივანიშვილი შესაძლო პროვოკაციებზე
შემდეგი სტატიაივანიშვილი: არც „ნაცმოძრაობას“ შეუქმნია კახაბერ ოქრიაშვილი და არც ჩვენ