ბიძინა ივანიშვილი: ქვეყანას მე არ ვმართავ, მართავს გიორგი კვირიკაშვილი ძალიან წარმატებულად

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების“ ყველაზე მკაცრი მაკონტროლებელია, თუმცა “ქართული ოცნება“ მისთვის დოგმა არ არის და თუ სტანდარტების დარღვევა მოხდება პირველი თავად დაუპირისპირდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის“ დამფუძნებელმა არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ მისი პოზიცია ხელისუფლების მიმართ მმართველობაში ჩარევას არ ნიშნავს.

“ეს არ არის მმართველობა რასაც მე ვაკეთებ და რა პოზიციაც მე მაქვს. “ქართული ოცნების“ მთელმა გუნდმა 4 წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ არის დაქირავებული საზოგადოების მიერ. სტანდარტები რაც დარჩა ჩემი წასვლის შემდეგ არის ის, რომ სამართლიანობა გუნდს და გუნდის წევრებს მოეთხოვება პირველ რიგში. სამართლიანობის აღდგენის მიზნით ბევრი გაკეთდა საქართველოში. ძალიან დიდი მოთხოვნა და ყურადღებაა ჩემი მხრიდანაც და საზოგადოების მხრიდანაც, რომ პირველ რიგში მათ დაიცვან კანონი. ბევრი პოლიტიკოსი ვეღარ აღწევს სასამართლო ჯიბეში ჩაიდოს. ივანიშვილის პატიმრები, ივანიშვილის ტყვეები -ამბობენ. კანონთან მაიგივებენ. რეალურად კი კანონმა დაიწყო მოქმედება, ეს მოიტანა ამ გუნდმა და ეს მიაჩნიათ ისე რომ მე ვმართავ. ჩემს მმართველობად მიაჩნიათ. არა, მე არ ვმართავ, კვირიკაშვილი მართავს. ძალიან წარმატებულად მართავს და იგივე სტანდარტებით. ეს არის ყველაზე დიდი უპირატესობა “ქართული ოცნების”. კანონი არ მოქმედებდა ამ გუნდზე დანარჩენ მოსახლეობაზე კუბში აყვანილი დარღვევით იყენებდნენ კანონის სიმკაცრეს და ცხვირპირს ამტვრევდნენ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიახალი პარლამენტის თავმჯდომარე შესაძლოა, ზურაბ ჯაფარიძე გახდეს?
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: მთავარი „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ვაშაძის, კუბლაშვილის და ბურჭულაძის გაერთიანებაა