ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ დღევანდელ დღეს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. სასიამოვნოა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ეს დღე საერთო სახალხო დღესასწაულად გადაიქცა და ჩვენი მოქალაქეები ერთმანეთს ულოცავენ 26 მაისს. წლევანდელი წელიწადი კიდევ შეიძლება, განსაკუთრებული იყოს იმ მიმართებით, რომ ჩვენი ხელისუფლების ძირითად პრიორიტეტად გამოცხადდა განათლება და უახლოეს წლებში სწორედ განათლებაზე იქნება ჩვენი ხელისუფლების ძირითადი მიმართება. კარგად მოგეხსენებათ, რომ განათლებას და ცოდნას მოაქვს ჭეშმარიტი თავისუფლება და დამოუკიდებლობასთან მიგვიყვანს. კიდევ ერთხელ გილოცავთ თითოეულ მოქალაქეს დღევანდელ დღეს, მრავალს დაესწარით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

https://www.facebook.com/bbivanishvili/videos/910552579275850/?t=0

banner
წინა სტატიაშიევროპარალმენტის არჩევნები – გერმანიის ეგზიტპოლები
შემდეგი სტატიარუსთავში, სამმა სამხედრო მომსახურემ ხანძრის დროს ორი მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა