ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიაში არ ჩაერთვება

ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიაში სავარაუდოდ არ ჩაერთვება – ამის შესახებ განცხადება, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ნუკრი ქანთარიამ გააკეთა. ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილი არ ერევა წინასაარჩევნო კამპანიაში, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ გუნდს გვერდში დაუდგეს.

„ალბათ, არ ჩაერთვება ის იმიტომ, რომ გასულია პოლიტიკიდან ამ შემთხვევაში და წინა პერიოდს თუ გავიხსენებთ, მან როგორც მოქალაქემ ჩათვალა, რა თქმა უნდა, რომ გვერდზე უნდა დადგომოდა იმ გუნდს, რომელიც მან ჩამოაყალიბა. ახლაც შეიძლება მას ეს აზრი გაუჩნდეს და როგორც მოქალაქეს, მას ამისი უფლება აქვს,“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაშითურქეთის შს მინიტრი დასავლეთს ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს მაისურზე ბრილიანტის მწვანე შეასხეს