ბიძინა ივანიშვილი : „ქართული ოცნება“ მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 31, 2020 20:18

ბიძინა ივანიშვილი : „ქართული ოცნება“ მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში

პარტია „ქართული ოცნება“ საპარალმამეტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს.

პარტიის ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიმართა.

„მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ამომრჩევლებს, მადლობა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, ლიდერებს, თქვენ – ახალგაზრდებს, თქვენ მოიტანეთ ეს გამარჯვება. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში. ის, რაც უნდოდა ჩვენს ქვეყანას – ჩამოყალიბებული, სოლიდური გუნდი, ჩვენ ეს მივიღეთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ დღეს გააკეთა ღირსეული არჩევანი და მან ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.

„რაც მთავარია, ქართველმა ამომრჩეველმა ძალიან სწრაფად, სხარტი გონებით ისწავლა გარჩევა და ანალიზი, რასაც ევროპელებმა გაცილებით მეტი დრო მოანდომეს.

ამიტომ დიდი მადლობა თქვენ გამჭრიახი გონებისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერებს, მთელ გუნდს. გარწმუნებთ, რომ საქართველომ დღეს გააკეთა ღირსეული არჩევანი. გარწმუნებთ, რომ „ქართული ოცნება“, რომლის დამფუძნებელიც მე გახლავართ, ღირსეული გუნდია. არ შემცდარა ქართველი ამომრჩეველი და ღირსეულ ხალხს დაუჭირა დღეს მხარი.

ლიდერების ნაწილი აქ არის, ნაწილი ადგილებზეა და უყურებს პროცესებს. კიდევ ერთხელ გაძლევთ პირობას, რომ დარჩება ისევ სახალხო და დარჩება ხალხის სამსახურში. მადლობა, თქვენ მადლობა ამომრჩეველს. მომავალ ჩვენს გამარჯვებებს გაუმარჯოს, გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 31, 2020 20:18