ბიძინა ივანიშვილი: „ქართულ ოცნებას“ ჩემგან საჯარო კრიტიკა არ მოაკლდება

ოთხი წლის განმავლობაშიც, ყველაზე მეტს მე ვაკრიტიკებდი „ოცნებას“ და ის სტანდარტები, რომლითაც ვამაყობ, რომ გუნდმა დაიცვა, ჩემი წვლილი, ჩემი არსებობის წვლილია, -განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ყველამ იცის, რომ ამ სტანდარტების დარღვევას ის არავის აპატიებს.

„მშვენივრად იციან, პირველ რიგში ჩემმა გუნდის წევრებმა, რომ არცერთ შემთხვევაში, არავის, მე პირადად რაც შემიძლია, არ ვაპატიებ, რომ ეს სტანდარტები დაარღვიონ.
ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ვიყავი ამ 4 წლის განმავლობაშიც და შედეგიც, შემთხვევითი არ არის. მე ჩემი როლი მქონდა. გუნდის წევრებმა, კოალიციის წევრებმაც, სხვებმაც, ვინც დღეს ოპოზიციაში არიან და მათაც შეუძლიათ გაიხსენონ, რომ არცერთს, არავის არ ვაპატიე და არც არავისზე თვალს არ დამიხუჭავს. კირიტკული პოზიცია მეჭირა და ასეთივე კრიტიკული პოზიცია მექნება შემდგომაც და მე ვიქნები ყველაზე კრიტიკული და არცერთ შემთხევაში ანალიზს არ შევასუსტებ და ჩემგან საჯარო კრიტიკა არ მოაკლდება”,- აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“.

banner
წინა სტატიაშიალეპოდან 7 წლის გოგონას “ტვიტერი”, რომელმაც მსოფლიო შეძრა
შემდეგი სტატიამამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ არ იცის, რა ფინანსურ გარანტიებზე საუბრობს ნიკა გვარამია