ბიძინა ივანიშვილი : პროკურატურის მუშაობა იდეალური არ არის და მისი მუშაობა უნდა დაიხვეწოს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პროკურატურის მუშაობა იდეალური არ არის და მისი მუშაობა უნდა დაიხვეწოს. როგორც ივანიშვილმა რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, პროკურატურა მძიმედ მუშაობდა კუბლაშვილის სასამართლოს პირობებში, მოხდა კადრების ცვლილება და დალაგება და აქედან გამომდინარე, პროკურატურის მუშაობა ამ ეტაპზე იდეალური ვერც იქნება.

”პროკურატურა მძიმედ მუშაობდა პირველ წელს, რადგან კუბლაშვილი მართავდა ისევ სასამართლოს. პროკურატურას კრიმინალის დაკავების უფლებასაც არ აძლევდა სასამართლო პირველ წელს. ყველაზე მძიმე ეტაპი იყო, რომ პროკურატურაში მიმდინარეობდა კადრების შეცვლა, დალაგება. ეს არ არის პოლიცია, რომ სამოქალაქო საზოგადოებიდან მიიყვანო კადრი. პროკურატურას სჭირდება პროფესიონალი.ეს პროცესი ხანგრძლივი და რთული იყო. პროკურატურის მუშაობა დღესაც არ არის იდეალური და ვერც იქნება, უნდა დაიხვეწოს მისი მუშაობა და ქმედითუნარიანობა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი : ვერავინ იტყვის, რომ პოლიცია ხალხზე ძალადობს
შემდეგი სტატიაივანიშვილი : ,,თუ მესამე გზას ავირჩევთ ძალიან ცუდი იქნება ჩვენი ხვედრი”