ბიძინა ივანიშვილი: პრეზიდენტი “ნაციონალური მოძრაობის” წისქვილზე ხშირად ასხამს წყალს

რატომ ემუქრება „ოცნება“ პრეზიდენტს „ვირის აბანოთი“

ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის თემა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ არის წამოწეული.

ივანიშვილის თქმით, აღნიშნულ პროცესში “ნაციონალური მოძრაობის” გარდა, სხვებიც ჩაერთვნენ, მათ შორის პრეზიდენტიც, რომელიც ივანიშვილის შეფასებით, ხშირად ასხამს წყალს “ნაციონალური მოძრაობის” წისქვილზე.

“მთელი სასამართლო სისტემა იყო მძევალი ამ სისტემის. აბა, გაებედა ნებისმიერ მოსამართლეს და ისე არ გაეკეთებინა, როგორც ეტყოდნენ. მას ციხეში გაუშვებდნენ. დამისახელეთ ერთი მაგალითი მაინც ახალი მმართველობის პერიოდში, ასეთ დონეზე აწეულიყოს თემა. მათ კარგად იციან თემის აწევა. ეს კარგად იცის “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მათმა მართულმა მედიამ. ეს თემაც, რომ მათი აწეული და ანაგაჟირებულია და რომელშიც ბევრი ჩაერთო, მათ შორის, პრეზიდენტიც, რომელიც ხშირად ასხამს წყალს მათ წისქვილზე. არ მგონია, ეს მათი კაცი იყოს, ის მათგანაც გამოუყენებელია, არც მათთვის არაა სასარგებლო”,- განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავა: ვიზიარებ სტუდენტების პოზიციას, რომ უნივერსიტეტი უნდა განვითარდეს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: თუ არჩევნებში ვნახე, რომ ჩემი აღარ სჯერათ, თქვენც დაგემშვიდობებით და საზოგადოებასაც