ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად გაკოტრებულია – ოთო კახიძე

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად გაკოტრებულია და რეპრესიული ნაბიჯებით ცდილობს, რომ 2020 წლის არჩევნებზე გარდაუვალი მარცხის თავიდან აცილებას,- ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს წევრი“ ოთო კახიძე ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენას.

„ეს მცდელობები განწირულია წარუმატებლობისთვის, ვინაიდან საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს. შესაბამისად, ამ ნაბიჯებით ივანიშვილი ვერც „ტვ პირველის“ გაჩუმებას შეძლებს და ვერც საზოგადოებრივი აზრის ცვლილებას მის სასარგებლოდ, ყველაფერი მოხდება ზუსტად პირიქით.

შედეგად, 2020 წელს ძალიან მწარედ დამარცხდება, ვინაიდან ასეთ რეპრესიებზე მას ამომრჩეველი აუცილებლად მოსთხოვს პასუხს.

რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, მან ფული ისესხა „თიბისი ბანკისგან“ საკრედიტო ხაზის ფარგლებში და ამ ფულს შემდგომ თავად როგორ განკარგავდა, მხოლოდ და მხოლოდ მისი გადასაწყვეტი იყო. შესაბამისად, პროკურატურას იქ არაფერი ესაქმება.

თუმცა იურიდიულ დეტალებში შესვლა სრული უაზრობაა, იმდენად აბსურდულია პროკურატურის მიერ ამოქექილი 11 წლის წინანდელი საქმე, რადგან სხვა ვერაფერი ვერ ნახეს ამ პირებთან სადავო.

შეთითხნილი ბრალდების დამკვეთი ვინც არის გასაგებია, ივანიშვილის სახით, მაგრამ დაკვეთის შემსრულებლებიც თავის დროზე მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან, რადგან არ შეიძლება საპროკურორო პრეროგატივის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით და კანონის საწინააღმდეგოდ“,- წერს ოთო კახიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურამ TV პირველის მფლობელის მამისთვის, ავთანდილ წერეთელისთვის ბრალის წაყენებაზე პროკურატურამ დადგენილება მიიღო.

მოგვიანებით, პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა ვატო წერეთელი.

პროკურორის თქმით, თიბისი ბანკის საქმეზე ბრალის წასაყენებლად ის დღეს, 22 აგვისტოს დაიბარეს.

როგორც გაირკვა, ავტანდილ წერეთელი პროკურატურაში დღეს არ მივა.

პროკურატურაში ისევ დაიბარეს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშისასამართლოში ლაურა ღაჭავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ
შემდეგი სტატიახელვაჩაურის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს