ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გამოცემა ბლუმბერგისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. “ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი და არადესტრუქციული ძალები, გვერდით მაშინ გავდგები, როდესაც დავინახავ, რომ ხელისუფლებისთვის უფრო ჯანსაღი ძალები იბრძვიან. მანამდე არა”, – ამბობს ივანიშვილი.

სტატიის ავტორები წერენ, რომ ასეთი არჩევანი მას შესაძლოა საზოგადოებამ არ მისცეს. მათი შეფასებით, თბილისის არეულობა მილიარდერის ოცნებას პოლიტიკური კოშმარებით ემუქრება. ინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილმა უარყო ბრალდებებიც, რომ ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს და რომ კულისებში მყოფი მეთოჯინეა. ივანიშვილმა რუსეთზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ თუ კედლებს აღვმართავთ და სიძულვილის ენით ვისაუბრებთ, ვითარება ვერასდროს მოგვარდება. მილიარდერმა გამორიცხა, რომ პრემიერ-მინისტრი ისევ გახდეს, თუმცა მიანიშნა, რომ მანამდე დაიცდის, სანამ არ დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში და პოლიტიკურ არენაზე დაბრუნებას არ შეეცდება. “დღეს რომ გვქონოდა არჩევანი ქართულ ოცნებასა და ნებისმიერს შორის გარდა ნაციონალური მოძრაობისა, მე წავიდოდი და ვერ მნახავდით პოლიტიკაში ან პარლამენტში. არ დავტოვებ ჩემს სოფელს”, – ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

banner
წინა სტატიაშიამ შეხვედრას აზრი ჰქონდა იმიტომ, რომ გაიხსნა კარი, რომელიც იყო დახურული და ყრუ კედელი იყო ხელისუფლებასა და დანარჩენ საზოგადოებას შორის
შემდეგი სტატიაქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვის საშუალება ვადამდელი არჩევნებია