ბიძინა ივანიშვილი – პოლიციას შესატყვისი პატივისცემა სჭირდება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 21, 2018 00:26

ბიძინა ივანიშვილი – პოლიციას შესატყვისი პატივისცემა სჭირდება

სახელმწიფოს სიმყარე არ არის იმაში, რომ პოლიციას ყველამ შეურაცხყოფა მიაყენოს, ლამის ნორმად გადააქციეს, ეს ვეღარ მოხდება, ეს არ უნდა ხდებოდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული“ საქართველოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ოპონენტებს, ისევე როგორც ყველა მოქალაქეს, მოუწევთ კანონსა და კონსტიტუციას პატივი სცენ.

„პოლიციას შესატყვისი პატივისცემა უნდა. აბა, ნახეთ ეს ბიჭები როგორი მოწიწებით მოქმედებენ და ამ დროს რამდენჯერ ვნახეთ, რომ პოლიციას საჯაროდ აყენებენ შეურაცხყოფას. სახელმწიფო ასეთი ვერ იქნება. წარმოიდგინეთ, ევროპაში, გერმანიასა ან საფრანგეთში, პოლიციას ირიბად რომ შეხედო, პასუხს მოგთხოვს. ასე არ შეიძლება, სახელმწიფო სახელმწიფოს უნდა დავამსგავსოთ და ეს მოხდება სწორედ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 21, 2018 00:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,490
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics