საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, 24 სექტემბეს საქართველოში ეკონომიკური ფორუმი გაიმართება.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცადხა, ფორუმზე ეპატიჟება ექსპერტებს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.
„ვისაც არ მოსწონს ჩემი ეკონომიკური შეფასება და მაინც სკეპტიკურად არიან განწყობილი, ოპონენტებს, პარტიებს, ყველას, ვეპატიჟები 24 სექტემბერს ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც ჩემი თაოსნობით დაფუძნდა და 6 თუ 7 შეხვედრა უკვე გაიმართა. ძალიან გთხოვთ ყველა პარტიას, წარმოადგინოთ თქვენი სპეციალისტები, ვინც ეკონომიკა იცის, მეც დავესწრები ამ ფორუმს. მობრძანდით და შევაფასოთ ერთად, რისი გაკეთება შეიძლებოდა კიდევ ამ მიმართულებით და არ გაკეთდა. ვეპატიჟები ყველას, ოღონდ გამოგზავნეთ სპეცალისტები და არა დემაგოგები, რომლებიც ისაუბრებენ არგუმენტებით და ციფრები”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.