ბიძინა ივანიშვილი: პაპუაშვილის წასვლამდე მოსამართლეებმა იგრძნეს თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი აჭარაში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრის დროს საკონსტიტუციო სასამართლოს ირგლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ”პაპუაშვილის წასვლამდე მოსამართლეებმა იგრძნეს თავისუფლება“. მან მიერ მიერ სასამართლოს კონტროლის მცდელობასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ სასამართლო არაფერში სჭირდება.
”ძალიან ცუდია, რომ მოსამართლეები საჯარო სივრცეში ახერხებენ, ერთმანეთს უპასუხონ. ამავდროულად, თუ ვინმეს აქვს ანალიზის უნარი, ძალიან კარგად შეუძლია გაიგოს რა ხდება რეალურად, თუმცა მე თავს შევიკავებ, რამეთუ სასამართლოა და ყველაზე დიდ სირთულედ და ყველაზე დიდ მონაპოვრად სასამართლო მიმაჩნია. ნახეთ, როგორ ექცევიან საერთო სასამართლოს, მხოლოდ ერთი მიზეზით – ვეღარ იყენებენ ისე, როგორც იყენებდნენ
ყველაფერს მე მაბრალებენ, ივანიშვილია ყველაფრის მტერი და დამაქცევარიო ამბობენ, რის საფუძველზე და რისთვის უნდა ვაკონტროლებდე სასამართლოს? რატომ მჭირდება სასამართლოს კონტროლი? ჩვენ უნდა ავაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო და აქ სასამართლოს აქვს ლომის წილი. სასამართლოში არის პრობლემები, მაგრამ ნახეთ შედარება, რა იყო ადრე და რა არის დღეს. იმიტომ ამბობენ ივანიშვილი აკონტროლებსო, რომ თვითონ ვერ იყენებენ, მე რაში მჭირდება? ანდა კიდევ, თუკი ვინმე კანონმა დასაჯა, იმ წუთში ამბობენ, ივანიშვილმა დასაჯაო, – ერთადერთი ამ შემთხვევაში ჩემზე შეიძლება იმ მხრივ გაკეთდეს აქცენტი, რომ სტანდარტები, რომელიც დავტოვე გუნდში, მოსამართლეებმაც დაინახეს. დღეს მთავრობა სასამართლოს არ აკონტროლებს და არც აქვს ამის მცდელობა გიორგი კვირიკაშვილს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: უნდა ვნახოთ, როგორი ქალაქი ჩაიბარა ნარმანიამ და რა ხდება დღეს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: თუ რამე იყო პრორუსული, ეს იყო სააკაშვილის ქმედება