საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური გაერთიანება “სახელმწიფო ხალხსითვის” ლიდერს, პაატა ბურჭულაძეს მიმართავს, რომ სიცრუისგან თავი შეიკავოს.
ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილს ჰკითხეს პაატა ბურჭულაძის განცხადების შესახებ, თითქოს იგი პაატა ბურჭულაძეს პრეზიდენტობას სთავაზობდა.
„ბურჭულაძეს ვაძლევ რჩევას, არ იცრუოს და მეტს არაფერს არ ვიტყვი“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა ასეთივე პასუხი გასცა პაატა ბურჭულაძის კიდევ ერთ განცხადებას, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პაატა ბურჭულაძე ქვეყნის პრემიერ-მინისტრობას გეგმავს.