ბიძინა ივანიშვილი: ნუ იღელვებთ, მშვიდობა იქნება

„მე მინდა, რომ ის დაისაჯოს თაღლითური განქორწინებისთვის

არ აღელდეთ, გექნებათ მშვიდობა, ამის საფუძველი არსებობს ყველანაირი, რამეთუ არ არებობს ქვეყნის შიგნით ძალა, ვისაც შეუძლია სიტუაციის აყირავება, თუმცა სურვილი გააჩნიათ,- ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას მივიდნენ არჩევნებზე და ამით, მოქალქეობრივი პასუხისმგებლობა გამოავლინონ.

“კიდევ ერთხელ ვთხოვდი საქართველოს მოსახლეობას, მოვიდნენ არჩევნებზე, ეს მათი ქვეყანაა, ეს მინიმალური ზრუნვა და პასუხისმგებლობა უნდა გამოავლინონ და გარწმუნებთ, შემდგომი ოთხი წელიწადი განსხვავებული იქნება ხარისხობრივად ყველა მიმართულებით, რადგან ეს საზოგადოება ამას იმსახურებს. მიუხედავად ბევრი ემოციებისა, ბევრი საყვედურისა, ჩვენ ვაჩვენეთ 4 წლის განმავლობაში, რომ საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა მოახერხა და გაიგო, ის რაც მოხდა და სწორი მიმართულება აირჩია. საზოგადოებას წარმატებებს და კარგ არჩევნებს ვუსურვებ”- აღნიშნა ბიძინა იავნიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: თუ „ოცნებაზე“ პროგრესული ძალა გამოჩნდება, რა თქმა უნდა, იქით გადავიხრები
შემდეგი სტატიანიკა გვარამია აცხადებს, რომ მამუკა ახვლედიანთან საუბარი თავად ჩაწერა