ბიძინა ივანიშვილი ნიკა გვარამიას ბრალდებას 5 მილიონის შეთავაზების შესახებ სასაცილოს უწოდებს

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ნიკა გვარამიას ბრალდებას 5 მილიონის შეთავაზების შესახებ სასაცილო უწოდა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში გადაცემაში “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან” განაცხადა, გვარამიას სისულელეებზე სერიოზულ განმარტებას ვერ გააკეთებს.

“სასაცილოა. უფრო სერიოზული ხალხი აკეთებს არასერიოზულ განცხადებებს უსუფაშვილი მყავს მხედველობაში. გვარამიას სისულელეებზე სერიოზულ განმარტებებს ვეღარ გავაკეთებ. გვარამია საინტერესოა საზოგადოებისათვის. ასეთი „რუსეთავი 2“ და გვარამია არის წამალი საზოგადოების განვითარებისათვის, რომ ჩვენ კარგად დავინახოთ მკვეთრი ფერები ვინ იყვნენ ეს ხალხი. შეხედეთ როგორი თავისუფალი მედიაა „რუსთავი 2“.გვარამიამ თქვა, თუ გინდათ დემოკრატიის დაბრუნება მხოლოდ 41 არ შემოხაზოთო. ეს არა რეფერენდუმი, არამედ ევროპული ტიპის არჩევნები იქნება და საზოგადოება გადაწყვეტს 41 შემოხაზოს თუ სხვა ნომერი. ეს ტონალობა კარგად აჩვენებს მათ სახეს“,- განაცხადა ივანიშვილმა.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა “რუსთავი 2“ ის და საქართველოს დატოვების სანაცვლოდ 5 მილიონი შესთავაზა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: თავისუფალი არჩევნებით, “ნაციონალები” ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ოთხი წლის შემდეგ გამოვიდე და სამი-ოთხი პარტია დავასახელო