ბიძინა ივანიშვილი „ნაცმოძრაობაზე“- რევოლუციიდან 13 წლის შემდეგ, გაზაფხულზე ისევ რევოლუციას გეგმავდნენ

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, ”ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების ჩაშლას ცდილობს. როგორც ივანიშვილმა გურიაში, რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” რევოლუცია რამდენჯერმა დაგეგმა, თუმცა არ გამოუვიდა. მისივე თქმით, ამ პარტიის გათვლა ახლაც მხოლოდ რევოლუციას უკავშირდება.

”ისევ თვითონ არიან სახიფათონი ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები. ეს წლები მმართველობის პროცესში სულ ძალაზე იყვნენ მომართულნი. რევოლუციიდან 13 წლის შემდეგ, გაზაფხულზე ისევ გეგმავდნენ რევოლუციას. ინფორმაციები ვიცით შიგნიდან და ისედაც ჩანდა. გახსოვთ მიტინგების და დამონსტრაციების აგორება უნდოდათ, რომ უნიათო ხელისუფლება ახლავე უნდა გავუშვათო. გაზაფხულიდან შემოდგომამდე გადაჰქონდათ, მაშინ არ გამოგვივიდა, ახლა მოვახდენთ რევოლუციას და ისე გავუშვებთო. შემოდგომიდან გაზაფხულზე გადაჰქონდათ და ასე მოვიდნენ დღემდე. ახლაც თვლიან მხოლოდ რევოლუციაზე, რადგან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. მათი ერთადერთი გეგმა არჩევნების აყირავებაა. უნდა გავაცნობიერთოთ, რომ ხიფათი საკმაოდ დიდია”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: „ნაცმოძრაობას“ გურიაში 3%-იანი მხარდაჭერა აქვს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი გოგა ხაინდრავას ფილმზე – ცოტა მახსოვრობას აღგვიდგენს, რომ ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთოს