ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ზრდის რესურსი არ აქვს და პარტიას ბარიერის გადალახვა გაუჭირდება. ამის შესახებ ექსპრემიერმა „ტექნოპარკში“ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
„სწორი პოლიტიკის შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჭირდება ბარიერი გადალახოს. მათ ზრდის რესურსი არ აქვთ რეალურად და ვფიქრობ, ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ“, – განაცხადა ივანიშვილმა.