ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ აკო მინაშვილი თუ გადაარჩენს, მეტი არაფერი საშველი აღარ დარჩათ

ეტყობა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“არაფერი აქვს სათქმელი „ქართული ოცნებისთვის“, ძალიან მძიმე დღეში არიან, აი აკო მინაშვილი თუ გადაარჩენთ, მეტი არაფერი საშველი აღარ დარჩათ”- ხუმრობით უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვას – საარჩევნო კამპანიის შემდეგ, „ნაცებისა“ და “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები რატომ არ სხდებიან ერთმანეთთან დებატებში.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სათქმელი აღარ აქვს, რადგან ახალი ხელისფლების მოსვლის შემდეგ მკვეთრი გაუმჯობესებაა ყველა მიმართულებით.

„აღარაფერი სათქმელი აღარ აქვთ. რაზე უნდა იდებატოს „ნაციონალურმა მოძრაობამ.“ სინდისი, რა თქმა უნდა, გადახაზული აქვთ და შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვთ, სათქმელი აღარ აქვთ, იმდენად ყველა მიმართულებით არის მკვეთრი გაუმჯობესება.ეტყობა რომ არ აქვთ მათ სათქმელი არაფერი და ეს ობიექტური და რეალურია. ძალიან მძიმე დღეში არიან, აი აკო მინაშვილი თუ გადაარჩენთ, მეტი არაფერი საშველი აღარ დარჩათ”,- განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

ივანიშვილის თქმით, „რუსთავი 2“ მასთან შეხვედრებზე აღარ მიდის.

„ყოველთვის ვის მიყავს ფსონი? „რუსთავი 2“-ია ყველაფრის მოკარნახე. ნახეთ, ჩემთან არც ერთ შეხვედრაზე აღარ მოდის. გამებუტნენ, კი არ გამებუტნენ, საკითხი აღარ აქვთ. მაგათი ყველა ტრიუკი ვიცი. კითხვას რომ სვამენ, ვიცი შიგ რა არის ჩადებული და ვპასუხობ სწორად. დანახვა აღარ უნდათ ჩემი არსად, მიპატიჟებაზეც უარი მითხრეს, აღარ ვუყვარვარ მოკლედ“,- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილისათვის საკუთარი ქვეყანა და პარტია დიდი სავაჭრო ქარვასლაა, რომელიც ფულის საკეთებლად სჭირდება”
შემდეგი სტატიაშესაძლოა მკვეთრი სუნი კვლავ დაფიქსირდეს – “გაზის ტრანსპორტირების კომპანია“