ბიძინა ივანიშვილი: მთავარი „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ვაშაძის, კუბლაშვილის და ბურჭულაძის გაერთიანებაა

მთავარი „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ვაშაძის, ჯაფარიძისა და ბურჭულაძის გაერთიანებაა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, “ქართულ ოცნებას” სერიოზული კონკურენტი არ ყავს.

„ჩემდა გასაოცრად ძირითად კონტურებად მაინც იკვეთება „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ფრთა, უშალოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და ახალი რაც შექმან, სადაც არიან ვაშაძე, კუბლაშვილი და ასე შემდგომ, იქვე შევიდა ბურჭულაძე. მე ვფიქრობ, რომ მთავარი „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის, სადაც ძირითადი ძალები სააკაშვილმა გააერთიანა. ვაშაძე ძლიან კარგად ვიცით, ბურჭულაძე და მისი ძალებიც გაიხსენეთ, რა განცხადებებს აკეთებდა, მთლიანად „ნაციონალურ მოძრაობას“ ემთხვეოდა. მიშა მაჭავარიანი და მისი ძმა ულაგებდნენ მთლიანად, რა განცხადებებს გააკეთებდა და დღესაც ნახეთ, გაერთიანება როგორი მოხდა. როდესაც მეკითხებოდნენ ბურჭულაძეზე, მუდმივად ვეუნებოდი, რომ არ იცრუოს და, როგორც იქნა გაიგო, მივიდა იქ, საიდანაც წამოვიდა. დღეს მე მგონი, აღარ ცრუობს, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ იყო მართული, მათგან მოვიდა და იქაც მივიდა“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეხება ლევან ვარშალომიძეს, დავით ბერძენიშვილს, დავით თარხან-მოურავიც აპირებს ჩამოსვლას აჭარაში, მე მგონია, რომ ეს ყველა ერთი დონეა.

„ვარშალომიძე ტელევზიებში არ ჩნდება და რა უნდა თქვას, ძალიან ცოტას საუბრობს, ამბობს იგივეს, რა კითხვაც დამისვით – გაჩერებული აჭარა. მას რა პასუხები აქვს, მის დროს რა გაკეთდა, კონკრეტულად დაუდებენ, რა გაკეთდა დღეს და ერიდება ამიტომ. საერთოდ პოლიტიკოსები ბოლო ადგილზეც რომ იყვნენ, გმაოდიან და ამბობენ პირველ ადგილზე ვართო, ამ მხრივ რიტორიკას ვერ დავუწუნებთ, თუმცა შიგნით მშვენივრად იციან, ვინც გაიმარჯვებს და როგორც გაიმარჯვებს“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ქვეყანას მე არ ვმართავ, მართავს გიორგი კვირიკაშვილი ძალიან წარმატებულად
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძის პარტიას გენერალური მდივანი ტოვებს