ბიძინა ივანიშვილი: მოვედი სფეროში, რომელიც უინტერესო იყო ჩემთვის

ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლებაში ერთადერთი მიზნით მოვიდა, რომ საკუთარ ქვეყანას და ხალხს დახმარებოდა.

ექს-პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად უინტერესო იყო ის სფერო, რომელშიც მოვიდა, ვალდებულებას გრძნობდა ქვეყნის წინაშე.

“მოვედი იმ სფეროში, რომელიც აბსოლუტურად უინტერესო იყო ჩემთვის. მოვედი ერთადერთი ვალდებულების განცდით და გრძნობით, რომ შემეძლო და ჩემს ქვეყანას უნდა დავხმარებოდი. ეს მოვახერხე. პირველსავე წერილში განვაცხადე, რომ ამას გავაკეთებ… ჩამოვთვალე და საოცარია პირდაპირ, გავაკეთე და ზუსტად იმ დროში გადავდექი. უპრეცენდენტო რამ შევქმენი ქვეყანაში, სადაც არავის უნდა წასვლა, როცა მოდის. ზუსტად ორწელიწადნახევარში გადავდექი, როცა ხელისუფლების ზენიტში ვიყავი”, – განაცხადა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა “ინტერVIEV”-ში სტუმრობისას.

banner
წინა სტატიაში“პირველივე წერილში განვსაზღვრე, რა დროით მოვიდოდი და როდის წავიდოდი”
შემდეგი სტატია„საყდრისი არ იყო პრობლემური, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და რუსთავი2-ის შექმნილი”