ბიძინა ივანიშვილი: მხარს ვუჭერ „ქართულ ოცნებას“ და ამაზე პასუხისმგებელი ვარ, როგორც მოქალაქე

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ვინც არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს მორალური უფლება არ ექნება ხელისუფლება გააკრიტიკოს, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვოს.

მისი თქმით, მოქალაქეებმა თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და თავადაც, როდესაც „ოცნებას“ უჭერს მხარს, ამით როგორც მოქალაქეა პასუხისმგებელი.
“პასუხისმგებლობა მე მაქვს როგორც მოქალაქეს. მხარს ვუჭერ ერთადერთი მოტივით – ყველას, ვისაც შეუძლია მართოს და ევროპისკენ წაიყვანოს ქვეყანა, არის ერთადერთი „ოცნება“ და გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც უნიკალური პოლიტიკოსია. ხარისხობრივად უნდა შეიცვალოს ეკონომიკა ბევრ სფეროში, ხარისხობრივ გარდაქმნებს მოახდენს, უკეთეს შემთხვევაში 7, უარეს შემთხვევაში 10 წელიწადი სჭირდება. კვირიკაშვილი ამ მხრივ უნიკალურია, რომელსაც ყველა ტიპის გამოცდილება აქვს. უმოკლეს დროში უდიდესი სიმპათიები დაიმსახურა ამერიკიდან თუ ევროპიდან, როდესაც ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ამავდროულად კარგი გუნდი ჰყავს, უკვე გუნდია. ბევრი ახალი წევრი მივიღეთ, რაც გვაკლდა, შეივსო – საზღვარგარეთ მიღებული განათლება, თანამედროვე ფინანსისტები თუ იურისტები და ჯამში „ოცნებას“ კონკურენტი არ ჰყავს და საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს“,-განაცხადა ივანიშვილმა გადაცემაში “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან”.

banner
წინა სტატიაშიტელეკომპანია “იმედი” მზად არის, გაასაჯაროოს კვლევის საველე მონაცემები და ამისკენ მოუწოდებს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-საც
შემდეგი სტატიაგიზო სართანიას ზუგდიდის გამგებლობიდან საკუთარი კანდიდატურა არ მოუხსნია