ბიძინა ივანიშვილი: მე არ გამოვრიცხავ, რომ საჯაროდ მივმართო ღია წერილით კონგრესს თუ გნებავთ, თუ გნებავთ სენატს და…

“კიდევ მაქვს პატარა გეგმები, რომ დავარწმუნოთ და კარგად ვაჩვენოთ ვაშინგტონს, რა ხდება აქ. თუ არ გამოვიდა ამ ხერხით, მე არ გამოვრიცხავ, რომ საჯაროდ მივმართო ღია წერილით კონგრესს თუ გნებავთ, თუ გნებავთ სენატს და თუ გნებავთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ საჯაროდ ავუხსნა, რა ხდება აქ, როგორ ხდება ის, რომ ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკულ ინტერესებს აზარალებენ…

…მე კონკრეტულად მივწერ, რომ ამერიკის ინტერესებს, ამერიკის სახელმწიფოს ინტერესებს აზარალებენ ცალკეული ჩინოვნიკები, როდესაც ამერიკელი ამომრჩევლის დაფინანსებული ფულით აბსოლუტურად ამერიკის სახელმწიფოს საპირისპირო პოლიტიკას ატარებენ, ყველასთვის გასაგებია, რომ ნაცმოძრაობა და სააკაშვილი არ ადარდებს ამერიკის სახელმწიფოს… ამერიკის სახელმწიფოს საპირისპიროს აკეთებენ ეს NGO-ები და მსგავსი კვლევები. მე არ გამოვრიცხავ, თუ ვერ მოხერხდა ამაზე რეაქციის მიღება, საჯაროდ, ღია წერილით მივმართო კონგრესს, სენატს, ან ორივეს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ ასეთი სამწუხარო რეალობაა საქართველოში ”აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციის ზოგიერთ წევრთან მქონდა საუბარი და ამბობდნენ, რომ 20 ივნისის ღამეს არაფერი ხდებოდა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: აწიე თავი-მეთქი მიშას ვეუბნები