ბიძინა ივანიშვილი : მადლობა ყველას, ვინც წლების განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოსა და ქართველ ხალხს, სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროკავშირს, აშშ-ს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ევროკავშირს, აშშ-სა და სტრატეგიულ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ქართველების ბუნებაა განვითარებისკენ და პროგრესისკენ სწრაფვა.

„მუდამ ერთგული ვართ, ვირჩევთ ევროპული და ევროატლანტიკური კურსის, რომელიც ქართველი ხალხი ურყევმა ნებამ განაპირობა, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წლების განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოსა და ქართველ ხალხს ამ საქმეში, ჩვენს დასავლელ მეგობრებს, ევროკავშირს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი : კრიზისმა ყველას დაანახა, რომ ქვეყნის მართვის სადავეები სანდო ხელშია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სიმშვიდის, სტაბილურობის გარანტია
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე : „ქართული ოცნება“, როგორც მმართველი პარტია, პასუხისმგებლობას იღებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე