ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენს გვერდით, ჩვენ ვდგავართ მის გვერდით – კობახიძე

ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენს გვერდით, ჩვენ ვდგავართ მის გვერდით, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვას, გუნდში არსებულ დაპირისპირებაში დგას თუ არა ბიძინა ივანიშვილი მის გვერდით.

„ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენს გვერდით, ჩვენ ვდგავართ მის გვერდით იმიტომ, რომ ის არის პარტიის ლიდერი. ასე მარტივადაა ეს ყველაფერი და ბუნებრივია, სხვა ალტერნატივა ამას არ აქვს. როცა გუნდს ჰყავს ლიდერი, ბუნებრივია, გუნდის წევრები უნდა დადგნენ გუნდის ლიდერთან ერთად. ეს არის რეალური სურათი და ამას შეტრიალება არ სჭირდება. არასწორია ამ სურათის შეტრიალება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : ეკა ბესელიას ხელი უნდა გავუწოდოთ, რომ გამოვიდეს იმ რთული მდგომარეობიდან, რომელშიც არის
შემდეგი სტატია“ვამაყობ, რომ პირველად შემოგვაქვს კანონმდებლობის დონეზე სიტყვა სამშობლო” – კილაძე