ბიძინა ივანიშვილი: ყველაზე დიდი პრობლემა ყოველთვის შიდა ღალატი და შეუთანხმებლობა იყო

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 9, 2019 23:04

ბიძინა ივანიშვილი: ყველაზე დიდი პრობლემა ყოველთვის შიდა ღალატი და შეუთანხმებლობა იყო

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოში გარედან მართული დაპირისპირების რისკი არსებობს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ” განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ერი, საზოგადოება ვერ ახერხებს შეთანხმებას, გარე ძალები ამ დროს ძალიან ნაყოფიერ ნიადაგს ნახულობენ იმისთვის, რომ მოახერხონ და ქვეყანა დააზიანონ.

„ჩვენ სამწუხაროდ, ჩვენივე გამოუცდელობით მოვახერხეთ ყველაზე მეტი, რომ პრაქტიკულად დავანგრიეთ ეკონომიკა სამოქალაქო ომის დროს. იმის შემდეგ 2008 წლის ომიც ვერ აიცილა თავიდან ჩვენმა გაუაზრებელმა ხელისუფლებამ, უამრავი დევნილი მივიღეთ და მივიღეთ ძალიან დანგრეული ეკონომიკა. შესაბამისად, საგარეოზე და გარე მტერზე ამის დაბრალება არასწორი იქნება. შეგვიძლია გადაწყვეტით გითხრათ, რომ დღეს არანაკლებია მცდელობები გარედან, მაგრამ თუ შიგნით ხელისუფლება ახერხებს საზოგადოებასთან შეთანხმებას ძირითად ფასეულობებზე, თუ ემოციებს სჭარბობს რაციონალიზმი და ამის მაგალითია ის, რომ ჩვენ მეშვიდე წელიწადია სტაბილურად ვახერხებთ ყველა მიმართულებით განვითარებას, გარე მტერი ვერაფერს ვერ დაგაკლებს. ყველაზე დიდი პრობლემა ყოველთვის იყო შიდა ღალატი და შიდა შეუთანხმებლობა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 9, 2019 23:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,100
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics