ბიძინა ივანიშვილი : კაბელების საქმესთან რა შუაშია ივანიშვილი?

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ე.წ. კაბელების საქმესთან არავითარ კავშირში არ არის.

მისი თქმით, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიას ამ ადამიანების დაკავების გამო არა ევროატლანტიკური კურსი უნდა დაეყენებინა ეჭქვეშ, არამედ პროკურატურას უნდა დახმარებოდა გამოძიებაში.

”თავდაცვის სამინისტროში, რომლის მინისტრიც იყო „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ალასანია, შევიდა პროკურატურა. როგორც კი ეჭვი გაჩნდა – შეიძლება 5 მილიონი ლარი მოიპარეს ბიუჯეტიდანო, ალასანიაზე კი არა, ალასანიას სამეგობროზე, არც აციეს და არც აცხელეს და ევროატლანტიკური მიმართულება შეცვალა საქართველომო. ეს აღარ იცოდნენ როგორ გაეპრავებინათ. როგორ ვიკადრეთ ეჭვის აღება ამ კაცზე?! როგორც ”ნაციონალები” ამბობენ, რომ მერაბიშვილი, უგულავა, ახალაიაც ჩემი პირადი პატიმრები არიან, ”თავისუფალმა დემოკრატებმა” ასეთივე პარალელი გაავლეს და იგივე იდეოლოგია გაიმეორეს, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არიან ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრები. რა შუაშია ივანიშვილი? იმ შუაში ხომ არაა, რომ დავტოვე სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, კანონი, პირველ რიგში, უნდა დაიცვას ხელისუფალმა. ვისაც მეტი აქვს თანამდებობა, მითმეტად უნდა გაუფრთხილდეს კანონს. თავდაცვის მინისტრს ჩვენი ევროატლანტიკური კურსი კი არ უნდა დაეყენებინა ეჭქვეშ, არამედ პროკურატურას უნდა დახმარებოდა გამოძიებაში”, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი გუბაზ სანიკიძეზე – ვერ იშოვა ამ კაცმა მილიონი და ამაში მე მადანაშაულებს
შემდეგი სტატიამსჯავრდებულთა პრევენციული სამედიცინო გამოკვლევები ერთი თვის განმავლობაში ჩატარდება