ბიძინა ივანიშვილი: ჯობია დავენდოთ ეროვნულ ბანკს, ვიდრე მათი კრიტიკა დავიწყო და საქმე გავაფუჭო

„მე მინდა, რომ ის დაისაჯოს თაღლითური განქორწინებისთვის

“ჯობია დავენდოთ ეროვნულ ბანკს, ვიდრე მათი კრიტიკა დავიწყო და საქმე გავაფუჭო,” – ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრის დროს მას შემდეგ განაცხადა, რაც ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკა.

მილიარდერი ივანიშვილი ამბობს, რომ ეროვნულ ბანკში ყოფილი პროკურორები მუშაობენ და მათ ეკონომიკასთან კავშირი არ აქვთ. აქვე ივანიშვილმა აღნიშნა, რომ გუშინ ის შეხვდა ეკონომიკის მინისტრს ქუმსიშვილს და არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში კვლავ შეხვდეს მას.

“გვარამია, მთავარი პროკურორის მოადგილე, დღეს მთავარ ჟურნალისტად წარმოგვიდგება. ისევეა ეჭვები ეროვნულ ბანკზე. საბჭოს წევრები არიან პროკურორები ბევრი და არაფერი საქმე არ აქვთ ეკონომიკასთან. მე ეჭვების დონეზე ვსაუბრობდი, რომ დროული არ იყო ჩართულობა. არ მინდა ახალი აჟიოტაჟი გამოვიწვიო. ჯობია დავენდოთ ეროვნულ ბანკს, ჯობია, რომ სტრუქტურებმა აგონ პასუხი, ვიდრე მე მათი კრიტიკა დავიწყო და, ვთქვათ, ისევ საქმე გავაფუჭო ამით. მაგრამ მე არ ვთვლი, რომ საქმე გავაფუჭო. ის, რომ ესეთი დევალვაცია მოხდა და ბევრი კრედიტორი მძიმე დღეშია, ფიქრობს ხელისუფლება და მეც. მე არ გამოვრიცხავ პირადი დახმარება აღმოვუჩინო. ქუმსიშვილს გუშინაც შევხვდი,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: პროცედურული დემოკრატიის მამაც ჩაერთო ამ არასამართლებრივ დავაში
შემდეგი სტატია„ეკა გიგაური საკუთარი გამოსვლებით, სამოქალაქო საზოგადოებას ამახინჯებს“