ბიძინა ივანიშვილი: ისეთი სახელმწიფო უნდა შევქმნათ, რომ აფხაზებს და ოსებს ჩვენთან თანაცხოვრების სურვილი გაუჩნდეთ

როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, დევნილებთან დაკავშირებით ბიუჯეტში 24 მილიონი იყო გამოყოფილი, ახლა კი 85 მილიონია – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურს აკეთებს, რომ დევნილებს შეღავათი ჰქონდეთ.

რაც შეეხება დევნილების დაბრუნებას და ტერიტორიების გაერთიანებას ივანიშვილის განმარტებით, ხელისუფლებას სერიოზული გეგმები აქვს.

“აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ხელისუფლებას სერიოზული გეგმები აქვს. სამეგრელოში ვრცლად ვისაუბრე ამაზე. რაც შეეხება ტერიტორიების დაბრუნებას, ჩვენ ჩვენი ძმები უნდა დავიბრუნოთ პირველ რიგში და ტერიტორიებზე არ უნდა გავაკეთოთ რეაქცია. ჩვენ ისეთი სახელმწიფო, ისეთი პირობები, ისეთი დემოკრატია უნდა შევქმნათ ჩვენს ქვეყანაში, რომ ჩვენს ძმებს აფხაზებს და ოსებს სურვილი გაუჩნდეს ჩვენთან თანაცხოვრების, სხვა გზა არ არსებობს. მხოლოდ ამით შეგვიძლია დავიბრუნოთ ჩვენი ძმები და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: აშკარად პრორუსული კვალი დაედოთ დღეს „მრეწველებს”
შემდეგი სტატიატრისტან წითელაშვილი NDI-სა IRI-ს ცესკო-ზე ზეწოლაში ადანაშაულებს