ბიძინა ივანიშვილი: ის კაცი არჩეულია და 6 წელი მას ვერავინ შეეხება, თუ მან თვითონ არ დაარღვია კანონი

„მე მინდა, რომ ის დაისაჯოს თაღლითური განქორწინებისთვის

საქართველოს მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის არჩევას ბიძინა ივანიშვილი ეხმაურება. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახალ პროკურორს იწონებს და ამბობს, რომ ამ თანამდებობაზე ის შესაბამისი კანდიდატურა იყო.

ივანიშვილის თქმით, კრიტიკა, რომელიც პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს და გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებმა გამოთქვეს, დღეს მთავარი არ არის და ქვეყანა ევროინტეგრაციის სწორ გზაზე დგას.

„უნიკალური და უმწიკლო ვერავინ ვერ იქნება. მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგი კანდიდატურა იყო ბატონი შოთაძის სახით. მთავარი აქ არ არის პიროვნება, მთავარია ის, რომ ჩვენ რეფორმებს ვატარებთ. მთავარი არ არის ისიც, რასაც აკრიტიკებდნენ, თუ როგორ წესით აირჩა პროკურორი, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. აკრიტიკებდნენ, რომ ასეთი წესით არ უნდა არჩეულიყო. ამ პროცესში მთავარი გახლავთ ის, რომ ის კაცი არჩეულია და 6 წელი მას ვერავინ შეეხება, თუ მან თვითონ არ დაარღვია კანონი. ვფიქრობ, რომ პროცესები, რაც მიდის საქართველოში, არის ძალიან სწორი და მიზანმიმართული და ევროპისკენ სწორი გზაა სწორედ,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილი.

banner
წინა სტატიაშირიმა ბერიძე: დღეში საკვებად 1 ლარი და 18 თეთრი საკმარისია
შემდეგი სტატიაშსს-მ დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 47 პირი პასუხისგებაში მისცა