ბიძინა ივანიშვილი „ჰეროკრატიაზე“ – პირველ-ორ სერიას ჩემმა მეუღლემ ბოლომდე ვერ უყურა – ცუდად გახდა, მე კი ცრემლების გარეშე ვერ მოვუყევი

,,ჩემმა მეუღლემ ორი სერიის მერე ვერ უყურა მე ვუყვებოდი და უცრემლოდ ვერ ვყვებოდი..,“-განაცხადა ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გოგა ხაინდრავას ფილმ ,,ჰეროკრატიაზე“ საუბრისას.

,,ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა ძალიან სპეციალურია, ამ ფილმს ამ მხრივ აქვს დიდი მნიშვნელობა ,რომ მომავალმა თაობამ შეიძლება გაითვალისწინოს, როგორი შეიძლება იყოს ხელისუფლება თუ მათ სწორედ არ აირჩევს….“-განაცხადა ივანიშვილმა.

ექსპრემიერმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მედია და აღნიშნა, რომ მან არ იცის ფილმის რეიტინგი ,რადგან თვალს არ ადევნებს.

,,თქვენ ვინ ბრძანდებით , აა, ,,რუსთავი“ ორი? მე არ ვადევნებ რეიტინგებს თვალს , თქვენ გაინტერესებთ იმიტომ რომ რეიტინგი არ გაქვთ. ხედავთ, რეიტინგი ვის არ აწყობს ?თქვენ ორივე ტაბულა და რუსთავი 2 წარმოადგენთ ნაიონალურ მოძრაობას . თუ მაინც გინდათ ფილმზე ვისაუბრო, პირველ ორ სერიის მერე ჩემმა მეუღლემ ვერ უყურა ცუდად გახდა მე უცრემლოდ ვერ ვუყვებოდი,“-განაცხადა ექსპრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი მშვიდობის მემორანდუმზე: ამის საჭიროება არ უნდა დამდგარიყო
შემდეგი სტატიაპატრიარქი : ლოცვა, რომელიც დღეს წარმოვთქვით, სასწაულს მოახდენს