ბიძინა ივანიშვილი: გიორგი კვირიკაშვილს უნდა დავუდარაჯდეთ, რომ არსად გაგვექცეს

ყოფილი პრემიერის შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილი არამარტო საუკეთესო პოლიტიკოსად დარჩება ქართულ ისტორიაში, არამედ მას აქვს ყველა მონაცემი, რომ სახელმწიფო მოღვაწედ ჩამოყალიბდეს.

ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა იმერეთში, მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

“ერთადერთი ნაკლი, რომელიც გიორგი კვირიკაშვილს აქვს, ის არის, რომ პატარა გადაცდომაზეც შეიძლება, უარი თქვას თავის სავარძელზე, იმდენად მოწესრიგებული კაცია. უნდა დავუდარაჯდეთ, რომ არსად გაგვექცეს. უნიკალური თვისებები აქვს იმისთის, რომ ქვეყანა მართოს წარმატებულად. მსოფლიოში ყველა ინატრებდა, ასეთი მმართველი ჰყავდეს. კვრიკაშვილის ინიციატივით მოხდა ის, რაც მე ვერ გავბედე თავის დროზე – მეც მინდოდა მოგების გადასახადის გაუქმება. სიტუაციას რომ შევხედე, ვერ გავბედე. მან გაბედა ეს. ის არა თუ საუკეთესო პოლიტიკოსად დარჩება ქართულ ისტორიაში, არამედ, მას აქვს ყველა მონაცემი, რომ ის სახელმწიფო მოღვაწედ ჩამოყალიბდეს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ჩემი ქონების 97% -ს საქართველოს ვახმარ
შემდეგი სტატიააღმოსავლეთ თურქეთში ძლიერი აფეთქება მოხდა