ბიძინა ივანიშვილი: გიორგი კვირიკაშვილი გათვლების გარეშე არაფერს გააკეთებს

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისთვისაც კითხვებს აჩენს “ქართული ოცნების“ დაპირება შემდგომ ოთხ წელიწადში 600 კილომეტრიანი გზის მშენებლობის შესახებ. ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს 68 კილომეტრამდე, “ქართული ოცნების„ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი 82 კილომეტრამდე აშენდა. თუმცა ივანიშვილის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი გათვლების გარეშე არაფერს გააკეთებს.

“ბევრ კითხვებს იწვევს თუ გინდ მოსამზადებელი პერიოდი, რომ ამისთვის გაამზადო მომსახურე პერსონალი. ჯერ ფული უნდა მოიზიდო, “ევროპის ბანკი” და დიდი ფინანსური ორგანიზაციები აფინანსებენ როგორც წესი. კვირიკაშვილის პროფესიონალიზმი რომ ვიცი, ერთადერთი რაც მაწყნარებს ის არის, რომ გათვლის გარეშე ის არაფერს აკეთებს. გარდა იმისა, რომ კარგი მენეჯერია, კარგი ფინანსისტიცაა და მეც კი არ მომითხოვია და არ მინახავს გათვლები ამაზე. რუსთავი-თბილისის გზას ეშველება, ესეც გეგმაშია. კონკრეტული გეგმა მე არ მინახავს მაგრამ გეგმაშია“,-ასე უპასუხა ივანიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის მიხედვითაც გადაჭარბებული ხომ არ არის “ოცნების“ დაპირება თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობის შესახებ, როდესაც ბოლო 3 წელიწადში 18 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაც დასრულებული არ არის.

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსი: ვცდილობ, პოლიტიკოსობა ვისწავლო, მაგრამ ჯერ ძალიან შორს ვარ
შემდეგი სტატიალეონარდო დიკაპრიო და ბარაკ ობამა კლიმატის ცვლილებებზე ისაუბრებენ