ბიძინა ივანიშვილი გავრილოვის ჩამოსვლაზე – 2016 წელსაც იმყოფებოდნენ საქართველოში რუსი დეპუტატები, სად იყავით მაშინ?

2016 წელს საქართველოში იმყოფებოდნენ რუსი დეპუტატები, სად იყავით მაშინ?“ – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, იყო თუ არა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანა შეცდომა.

„2016 წელს საქართველოში იმყოფებოდნენ რუსი დეპუტატები, მათ შორის სლუცკი, რომელიც გავრილოვზე გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურაა, კიდევ გვარს ვერ გავიხსენებ, ფსბ-ს ყოფილი თავმჯდომარე. სად იყავით მაშინ? რა მნიშვნელობა აქვს, რასთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ? 2016 წელს იყვნენ და ეს ნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ არჩევნებით რამეს გააწყობდა. ახლა დაკნინების პროცესი მოხდა და გამორიცხულია, არჩევნების პროცესით მოვიდნენ ხელისუფლებაში, ნებისმიერ საბაბს ეძებდნენ, რომ სიტუაცია აეყირავებინათ“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი – გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე კითხვები არ ისმის არსაიდან – არც ევროპაში, არც ელჩებთან, ვიცი ვაშინგტონის პოზიციაც
შემდეგი სტატიაეს სიბრიყვეა, ასეთ სისულელეს მხოლოდ „ნაცები“ თუ იტყვიან – ივანიშვილის პასუხი შეკითხვაზე, გასცა თუ არა მან აქციის დაშლის ბრძანება