ბიძინა ივანიშვილი: განმუხურში უნიკალური სასტუმრო და ბოტანიკური ბაღი აშენდება

“დღეს ანაკლიაში, უფრო კონკრეტულად განმუხურში გაიხსნება მშენებლობა საკმაოდ უნიკალური თავის ხასიათით, იქ აშენდება თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით უნიკალური სასტუმრო, ყველაზე მაღალი კლასის, ამ გამყოფ ზოლთან მიჯრილზე, ყველაზე ახლოს და სასტუმროს უკან აშენდება ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ფონდი ქართუ დააფინანსებს”,-ამის შესახებ “პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

“ბოტანიკური ბაღის იდეა იყო ჩემი, ხართ ნაყოფი და ალბათ კარგად იცით ანაკლია და ალბათ იცით განმუხურის მიჯრილი ადგილიც, კარგად იცით ეს ტერიტორია. ეს არის უნიკალური თავისი კლიმატით, გამორჩეული საქართველოში. უკანა ზოლი არ არის კარგად გამწვანებული და ძირითადად ბუჩქოვანი მცენარეებით არის დაფარული, გადავწყვიტე ბოტანიკური ბაღი ამეშენებინა.

გარდა იმისა რომ რეკრეაციული ზონა იქნება, იქ კოლხური ჯიშის ძალიან ბევრ მცენარეს დაგავარჩენთ, რაც გადაშენების პირასაა, ამავდრიულად მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოვიტანთ შესატყვის კლიმატს რაც შეესატყვისება უნიკალურ მცენარეებს”,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი აფხაზებს სასტუმროს და ბოტანიკური ბაღის აშენებას სთავაზობს
შემდეგი სტატია,,ივანიშვილმა ,,ოცნების,, მარცხი აღიარა,, – ლევან ქარდავა