ბიძინა ივანიშვილი: “ევროპას, ევროპელებს ძალიან მოსწონთ მეორე ტური არ უყვართ, როდესაც დიდი უპირატესობით იგებს ერთი კანდიდატი”

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

“როგორც მოგახსენეთ პირველი ტურის დროს, ველოდებოდით ჩვენ მეორე ტურს, თუმცა იქვე აღვნიშნე, რომ ყველა არჩევნებში ქართული ოცნება დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, რაც ნახეთ კიდეც. დღეს ბოლო არჩევანსაც ნახავთ, რომ ქართული ოცნების კანდიდატი ისევ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. დამატებით შეიძლება გავუსვათ ხაზი, რომ მეორე ტური მთაწმინდაზე მხოლოდ დემოკრატიულობის მაჩვენებელია. ეს კარგია. იცით, რომ ევროპელებს ძალიან მოსწონთ მეორე ტური, ძალიან არ უყვართ, როდესაც დიდი უპირატესობით იგებს ერთი კანდიდატი. მთაწმინდა ამ მხრივ კარგი მაჩვენებელია.

ამავდროულად, ხაზგასასმელია ისიც, რომ, თუ აკვიდებოდით კარგად არჩევნებს, საკმაოდ კულტურულად ჩატარდა არჩევნები და შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ევროპული არჩევნები იყო და ამაში წვლილი აქვს ორივე მხარეს, ორივე ოპონენტს. ოპონირება იყო ძალიან მძაფრი, მაგრამ ყველაფერი მიდიოდა კულტურულად. აი ასე, თანდათან, ჩვენ უნდა განვვითარდეთ და გავხდეთ ევროპელები და ეს მათ შორის არჩევნებში კარგად უნდა გამოიხატებოდეს.” თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიმმართველი გუნდი “დაჭერილი კაცის ბედით ვაჭრობს
შემდეგი სტატიამარგველაშვილი: ხმა მივეცი ადამიანს, ვინც სასამართლოში იცავდა მოქალაქეების ინტერესებს