ბიძინა ივანიშვილი : ეკა კვესიტაძისა და დიანა ტრაპაიძის მხრიდან მცდელობა იყო გაერთიანების, მაგრამ მე მოვახერხე და ჩავწიე ერთმანეთისგან

მცდელობა იყო გაერთიანების, მაგრამ მე მოვახერხე და ჩავწიე ერთმანეთისგან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „რუსთავი 2“-ისა და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებზე – ეკა კვესიტაძესა და დიანა ტრაპაიძეზე საუბრისას განაცხადა.

ივანიშვილმა ჟურნალისტები ინტერვიუს ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულა.

„კვესიტაძის დახმარებას ძალიან ცდილობდა ტრაპაიძე. მე მოვახერხე, რომ მაქსიმალურად დამეშორებინა. თავშივე ვიცოდი მათი კომუნიკაცია და არ თქვან, რომ რამეში ვამხილე და მედიის კრიტიკას ვიწყებ. მცდელობა იყო გაერთიანების, მაგრამ მე მოვახერხე და ჩავწიე ერთმანეთისგან, თორემ მთლიანად ინტერვიუს ჩაგდების სურვილი იყო კვესიტაძისგან – საუბარს არ მაცდიდა მეც და კოლეგებსაც. ძალიან უკულტუროდ მოიქცა და ჟურნალისტი არ უნდა იყოს ასეთი. ეს იყო სირცხვილი, რაც მასვე ვუთხარი ინტერვიუს დროს. მარტივი გასაგებია, რატომ იქცეოდნენ ასე. მათ ეშინიათ სიმართლის“, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე დააკავეს
შემდეგი სტატიალევან ყიფიანზე უაღრესად გაღიზიანებული და გაბრაზებული ვარ – საერთოდ როგორ იყო ეგ კაცი მინისტრი?! – ივანიშვილი