ბიძინა ივანიშვილი: ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ოთხი წლის შემდეგ გამოვიდე და სამი-ოთხი პარტია დავასახელო

„ქართულ ოცნებას“ დღეს არ ჰყავს ალტერნატივა. სამწუხაროდ ეს მხოლოდ ერთადერთი გუნდია, რომელსაც შეიძლება მივანდოთ ბედი, რომელმაც დაამტკიცა, რომ შეუძლია დემოკრატიულად მართოს სახელმწიფო”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა “შეხვედრები რეგიუნულ მედიასთან” რაჭაში.

ამავე კონქტექსტში, ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც აბრალებენ, რომ ის მართავს ქვეყანაში პროცესებს და აკეთებენ განცხადებებს, რომ გიორგი კვირიკაშვილი არავინ არაა, რეალურად გადაწყვეტილებებს იღებს სწორედ კვირიკაშვილი.

“კვრიკაშვილი არის საოცრად დაბალანსებული და საოცრად ნიჭიერი კაცი, რომელსაც შეუძლია გუნდი სწორად შეარჩიოს და ქვეყანაც სწორედ მართოს, არათუ დემოკრატიულად და არათუ კანონს დაექვემდებაროს, კიდევ ვიმეორებ, რომ ზნეობას უყურებს ეს კაცი და ზნეობრივ გადაცდომებსაც კი არ დაუშვებს. ასეთი ხელისუფლება გვაყვს დღეს, ასეთი გუნდია „ქართული ოცნება“. დღეს არ არის სამწუხაროდ სხვა პარტია” – განცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ის ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს და ოთხი წლის შემდეგაც საქართველოში გეგმავს ცხოვრებას, თუმცა სურვილი აქვს, რომ ოთხი წლის შემდეგ ქვეყანაში იყვნენ ისეთ იპარტიები, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ „ქართულ ოცნებას“.

“ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ოთხ წელიწადში პირადად გამოვიდე და სამი-ოთხი პარტია დავასახელო და ვთქვა, რომ ამ პარტიების ხელეწიფებად ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით წაიყვანონ. დღეს, ცარიელი პრეტენზიები აქვს რამდენიმე პარტიას, მაგრამ არ აქვთ ამის რესურსი და არ აქვთ ამის ნიჭიერება. „ქართულ ოცნებას“ არა ჰყავს დღეს ალტერნატივა, საბედნიეროდ, იმიტომ, რომ გვაქვს ასეთი პარტია, ადრე საერთოდ არ იყო ასეთი პარტიაც, ამ პარტიამ ის სტანდარტები შეინარჩუნა რაც მე ჩემს გუნდთან ერთად დავტოვე, როდესაც პრინციპულად შევცვალე დამოკიდებულება მართვისადმი. ეს პრინციპები შეინარჩუნა „ქართულმა ოცნებამ” და შეუძლია გააგრძელოს შემდგომი ოთხი წელიც. არ ჩანან სხვა პარტიები სამწუხაროდ, თუმცა მათ უნდა მოახერხონ გააქტიურება, რომ კონკურენცია გაუწიონ შემდეგ არჩევნებში „ქართულ ოცნებას” – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი ნიკა გვარამიას ბრალდებას 5 მილიონის შეთავაზების შესახებ სასაცილოს უწოდებს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი მამისონის უღელტეხილთან გზის მშენებლობას ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს