ბიძინა ივანიშვილი: დღევანდელ შეხვედრაზე შეიძლება ზედმეტად ემოციური, მაგრამ გულწრფელი ვიყავი

ვფიქრობ, რომ იყო ძალიან საქმიანი შეხვედრა, შეიძლება ცოტა ზედმეტი ემოციურობა იყო ჩემი მხრიდან, მაგრამ ვიყავი ძალიან გულწრფელი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ყველა ერთად შეთანხმდა, რომ საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება.

„საუბარი იყო პრობლემებზე. გარე შოკი დასახელდა ყველას მხრიდან. ყველა გამომსვლელი აკეთებდა აქცენტს იმაზე, რომ მიუხედავად გარე შოკებისა, რომელიც მიიღო საქართველომ, ყველაზე წარმატებულად საქართველოს ეკონომიკა განვითარდა, სწორედ და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამ შოკებში ნავთობის ფასის ვარდნა იყო ძირითადი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ფორუმის ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ არა რეგიონული შოკი, საქართველოს ეკონომიკა გაცილებით დიდი ტემპებით გაიზრდებოდა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნოშნა, ამ შოკებში ძირითადი იყო ნავთობის ფასის ვარდნა. მისივე თქმით, საქართველოს არის ნავთობის მომხმარებელი ქვეყანა და ამას პირიქით, პოზიტივი უნდა მოეტანა, მაგრამ ნავთობის ფასის ვარდნის გამო სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკა შეფერხდა, ზოგან მოხდა კლება და ამ შოკმა დიდი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე.

„ამ რეგიონალური შოკის პირობებში საქართველოს ეკონომიკა იყო საუკეთესო და ყველაზე ჯანსაღად გამოიყურებოდა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძემ ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
შემდეგი სტატია“გამორიცხულია არჩევნების გაყალბება, მაგრამ ყველა არ მისული ადამიანი, არის დაკარგული ხმა”