ბიძინა ივანიშვილი დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს მედიის კითხვებს უპასუხებს. ივანიშვილი ინტერვიუს 22.00 საათზე სამი არხის – „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს მისცემს.

ივანიშვილმა ინტერვიუზე გუშინ აღნიშნული ტელევიზიების კონკრეტული ჟურნალისტები დაიბარა – გიორგი გაბუნია, ინგა გრიგოლია და ირაკლი ჩიხლაძე. თუმცა გაბუნია და გრიგოლია ყოფილ პრემიერთან არ მივლენ. რუსთავი 2-ის გადაწყვეტილებით ინტერვიუზე ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე, ხოლო ტვ პირველიდან ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე იქნებიან წარმოდგენილი, რაც შეეხება “იმედს”, ტელეკომპანია სავარაუდოდ სწორედ ივანიშვილის დასახელებულ ჟურნალისტს გაგზავნის და ინტერვიუს პირდაპირ ეთერში აჩვენებს.

გიორგი გაბუნიამ და ინგა გრიგოლიამ ივანიშვილთან ინტერვიუზე არმისვლის მიზეზად მათი თოქ შოუები დაასახელეს, რომელიც ასევე დღეს საღამოს გადის ეთერში.

banner
წინა სტატიაშიხარაგაულში, რკინიგზის მშენებლობაზე მუშის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, უსაფრთხოების წესების დარღვევა გახდა – პროფკავშირები
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროში ორმოცმა ახალდანიშნულმა მართლწესრიგის ოფიცერმა პოლიციელის ფიცი დადო