ბიძინა ივანიშვილი: დღეს საქართველოს ძალიან ბევრი კარგი მინისტრი ყავს

მთავრობა არის ხალხის სამსახურში მდგარი მთავრობა, მათ აქვთ განცდა, რომ საკუთარ ქვეყანს დაეხმარონ და მათი აბსოლუტური უმრავლესობის ანაზღაურებები არის იმაზე დაბალი, რაც შეეძლოთ აეღოთ კერძო სტრუქტურებში მუშაობის დროს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილი ჟურნლისტებთან საუბრის დროს განაცხადა

ჟურნალისტების კითხვაზე, ვინ არიან თანამდებობაზე ხათრით მყოფი მინისტრები, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ძალიან ბევრი მაღალკვალიფიციური მინისტრი ყავს.

„ძალიან ბევრი კარგი მინისტრი ყავს დღეს საქართველოს, ჩემიდან გადმოყოლილიც და ახლად დანიშნულიც. ახალ განათლების მინისტრს არ ვიცნობ, მაგრამ ძალან აქებენ. პრემიები ლამის კორუფციაზე მეტ დანაშაულად აქციეს და ესეც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. სწორედ „ნაცინალური მოძრაობის“ დროს ყვაოდა ელიტარული კორუფცია. პრემიები გაცილებით მაღალ რანგში აწიეს. იქ იყო რაღაც გადახრები, რაც მეც არ მომეწონა, გახსოვთ ალბათ, სასჯელაღსრულების სამინისტროში იყო რაღაც გაუგებრობა პრემიებთან დაკავშრებით და მასზე ხელისუფლებას რეაქციაც ჰქონდა. მთავრობა არის ხალხის სამსახურში მდგარი მთავრობა. აქვთ განცდა, რომ საკუთარ ქვეყანას დაეხმარონ, მათი აბსოლუტური უმრავლესობის ანაზღაურებები არის იმაზე დაბალი, რაც მათ შეეძლოთ აეღოთ კერძო სტრუქტურებში მუშაობის დროს. დღეს მთავრობაში ძალიან ბევრი მაღალკვალიფიციური მინისტრია”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მივიღოთ ის ხმები, რომლებსაც მოგვცემს ჩვენი ამომრჩეველი
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს 1-ლი სექტემბრიდან დაიწყებს