ბიძინა ივანიშვილი: დავით უსუფაშვილმა თუ რამე იცოდა და ხალხს უმალავდა, სირცხვილია

დავით უსუფაშვილმა თქვა გამოსვლაში, გაჩერდეს თორემ მეც ავლაპარაკდებიო, თუ რამე იცოდა და ხალხს უმალავდა, სირცხვილია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა იმერეთში ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „საუბრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, მასთან დავით უსუფაშვილი რამდენჯერმე მივიდა და უთხრა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას აპირებდა პავლე კუბლაშვილი.

„ვუთხარი ძალიან კარგია, მხარს დავუჭერ-თქო, მეტი რა უნდა მეთქვა და დაუვჭირე კიდეც. თუ ნახავთ, მე განცხადებაც გავაკეთე, ლამის ვაჟკაცობად ჩავუთვალე, რომ მოახერხა და გვიან, მაგრამ დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და მართლაც ასე მეგონა, თავის დროზე. იქნებ ასეთი ტიპის საიდუმლოებები აქვს უსუფაშვილს. საერთოდ, კაცი რომ ამბობს, სათქმელი მაქვს და არ ვამბობო, შეურაცხყოფას აყენებს საკუთარ თავს, პირველ რიგში და ძალიან ვთხოვდი, თუ რამე სათქმელი აქვს, გამოფინოს, არაფერი მსგავსი არა მაქვს. შიგნით რასაც ვამბობ, გარეთ გამოსვლის არ მეშინია. შესაძლოა, დროში არ მაწყობდეს და არ ვამბობდე, მაგრამ ჩემი გაკეთებულის შემრცხვეს და მომერიდოს, მსგავსი არაფერი ყოფილა. თუ უსუფაშვილი ამაზე მიანიშნებს, შეურაცხყოფას საკუთარ თავს აყენებს პირველ რიგში, თუ რამე იცოდა უსუფაშვილი და ხალხს უმალავდა, სირცხვილია. ისე დაპატარავდნენ, ძალიან პატარა კაცების როლში გადავიდნენ, რომ ასეთ რაღაცეებს ყვებიან, ასეთ რაღაცებზე მიანიშნებენ. საწყენი ეს არის. არ მინდა პატარა კაცებად გამოჩდნენ. მოვუწოდებდი, ღირსებას ნუ დაკარგავენ. თუ რამე აქვთ სათქმელი, გამოვიდეს და თითოეულმა თქვას, მე არაფერი გამიკეთებია ისეთი, რომ ჩემი გაკეთებულის შემრცხვეს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე: ნუთუ, ისეთი თანხა მოვთხოვე ივანიშვილს, რომ ფულის მოცემა გაუჭირდა
შემდეგი სტატია“ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი წარსულია, ამიტომ მის შეფასებებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ”