ბიძინა ივანიშვილი დავით უსუფაშვილისთვის პრემიერობის შეთავაზებას მტკნარ სიცრუეს უწოდებს

მტკნარი სიცრუეა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ უნდა გამხდარიყო ძირითადი ძალა კოალიციაში და უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრი – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში, გადაცემაში “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დავით უსუფაშვილის პრემიერ-მინისტრობის შესაძლო შეთავაზებას შეეხებოდა.

“მტკნარი სიცრუეა, აბსოლუტური სიცრუეა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ უნდა გამხდარიყო ძირითადი ძალა და უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრი, თანაც კვირიკაშვილი არის მისი აღმოჩენა, ესეც აბსოლუტურ სიცრუეა. ერთადერთი რასაც გავიხსენებდი კვირიკაშვილთან დაკავშირებით, როდესაც კვირიკაშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი, უსუფაშვილი იყო აღფრთოვანებული და ძალიან გახარებული, რომ ასეთი ძლიერი პრემიერ-მინისტრი იყო. დავით უსუფაშვილს ჰქონდა პრობლემები ირაკლი ღარიბაშვილთან, ღარიბაშვილიც კარგი პრემიერ-მინისტრი იყო და ეგონა, რომ კვირიკაშვილთან უფრო იოლად დაალაგებდა. ღარიბაშვილმა მას ყველა ბრძოლა მოუგო, უფრო ძლიერი ლიდერი და ძლიერი პოლიტიკოსი გამოდგა ღარიბაშვილი, თუმცა გამოუცდელი მოვიდა. უსუფაშვილმა მასთან ვერაფერი მოახერხა, ვერაფერი გააწყო და ძალიან გაუხარდა კვირიკაშვილის მოსვლა. რა თქმა უნდა ამას არავითარი კავშირი არ აქვს იმასთან, რომ კვირიკაშვილის კანდიდატურა მიკარნახა და ასეთ ზღაპრებს ყვება ამხელა კაცი, საოცრებაა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა

banner
წინა სტატიაშიკახეთში უამინდობის გამო ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: 2010 წელს ციხეებში 144 პატიმარი გარდაიცვალა, 2016-ში თორმეტი