ბიძინა ივანიშვილი: დავიბრუნებთ აფხაზ და ოს ძმებს და გავაერთიანებთ ტერიტორიებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ავლევში ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტს ეხმაურება. ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს ინფორმაცია მიაწოდოს. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი მოვლენები ყოფილი ხელისუფლების ცუდი პოლიტიკის შედეგია:

„ახალი აღმაშფოთებელი პროვოკაცია მივიღეთ, როგორც მე ვადევნებ თვალს, სახელმწიფო მოხელეებმა ჯანსაღი რეაქციები გააკეთეს, როგორმე უნდა მოვახერხოთ, რომ ის უბედურება, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მათი გაუგებარი ქმედების შედეგი იყო ის, რომ მივიღეთ ოკუპირებული ტერიტორიები, ისინი ძალიან დაეხმარნენ რუსეთს, რომ განეხორციელებინათ ის რაც განახორციელა, თავისი უაზრო ქმედებებით, მივიღეთ ჩვენ ეს შედეგი, რა თქმა უნდა მშვიდობიანი გზით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მაქსიმალურად ინფორმირებული გვყავდეს, არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციებზე და თანამეგობრობის დახმარებით უნდა გამოვასწოროთ ის შეცდომები, რაც მათი ქმედებების შედეგია. გასაგებია, რომ ტერიტორიები არის ოკუპირებული, აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს ძმებს, აფხაზებს და ოსებს და ამავე დროს გავაერთიანებთ ტერიტორიებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად გია ცაგარეიშვილი წარადგინეს
შემდეგი სტატია(video) ვაშაძის გამოჩენამ კომიტეტის სხდომაზე ხმაური და გაუგებრობა გამოიწვია