ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკა ყველაზე დიდი პრობლემაა
სხვა სტატიები
- პირი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილზე და მისი ოჯახის წევრებზე მუქარა განახორციელა, უკრაინაში იბრძვის და სამხედრო შენაერთის წევრია
- ჯემალ გამახარია: იმედი მაქვს, რომ გონიერი ადამიანები, რომელთა ნაკლებობა აფხაზურ საზოგადოებაში არ არის, ხელს შეუწყობენ უდანაშაულო ირაკლი ბებუას პატიმრობიდან განთავისუფლებას
- ზურაბ პოლოლიკაშვილი – ტურიზმის უსაფრთხოების სტანდარტები, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველას შეეხება
ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს ეკომომიკა ცუდ მდგომარეობაშია და ყვალაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს.
აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა და დაამატა, რომ საქართველო განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების რიგში, შესაძლოა, 2030 წლისთვის ჩადგეს, თუ სწორი გზით წავა ყველაფერი.
“შევჩერდები ეკონომიკაზე, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის და ყველაზე დიდი გამოწვევაცაა. ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია, დაახლოებით, 6-ჯერ ჩამორჩება განვითრებული ქვეყნების ეკონომიკას.
შესაბამისად, ცდუნება დიდია, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებას დავაბრალოთ, რომ მან ვერ შეძლო 3-4 წელიწადში და პრინციპულად ვერ გადალახა ეს პრობლემა, რაც თეორიულად შეუძლებელია.
ის რაც შეიძლებოდა 3-4 წელიწადში, ჩემი აზრით, მაქსიმალურად გაკეთდა და დანარჩენს სჭირდება დაახლოებით, 10-15 წელიწადი და თუ ჩვენ მოვახერხებთ, ვიქნებით სტაბილურები, ყველა ღირებულებებს დავიცავთ, სწორი გზით წავალთ, შეგვიძლია, უმოკლეს დროში ჩავდგეთ იმ ქვეყნების რიგში”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.