ბიძინა ივანიშვილი : ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ქვეყნის მართვა

ქვეყნის ეფექტურ მართვას სჭირდება კარგი გამოცდილება -ეს განცხადება, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ივანიშვილი “სტუდენტები თვითმმართველობისთვის” თემაზე მიმდინარე კონფერენციას ესწრება.მან ჟურნალისტებთან ამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ექსპრემიერი ამბობს, რომ აუცილებელია კადრების აღზრდა სკოლის მერხიდან დაიწყოს.

„მე პირადად ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ პროექტს. ისევე როგორც სკოლის მოსწავლეების პროექტს გახდი მოქალაქე. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ქვეყნის მართვა. ორი წელია ეს პროექტი მიდის და გაგრძელდება, რამეთუ ძალიან ეფექტური გამოდგა. მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის ეფექტურ მართვას სჭირდება კარგი გამოცდილება, კარგი ცოდნა. ჩვენს უახლეს ისტორიაში ძალიან ცოტა დროა, რაც ვმართავთ ჩვენს ქვეყანას და ვსაჭიროებთ სკოლის მერხიდან დავიწყოთ კადრების აღზრდა იმისითვის, რომ ჩვენი ქვეყანა ეფექტურად მოიმართოს და სწორი მიმართულებით განვითარდეს,“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა დაიწყო
შემდეგი სტატიანიუ-იორკის აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილს ახალი ბრალდებები წაუყენეს