ბიძინა ივანიშვილი : ბრალდებებიდან, რაც ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ჩემი მისამართით კეთდება, ირაკლი ალასანიას არც ერთი არ დაუსაბუთებია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ იმ ბრალდებებიდან, რაც ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ჩემს მიმართ კეთდება, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლი ალასანიას არც ერთი არ დაუსაბუთებია.

ჟურნალისტებმა ბიძინა ივანიშვილის ე.წ. კაბელების საქმეზე კითხვა დაუსვეს.

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ ამ საკითხზე ვრცლად საუბარი არ სურს.

„არ მინდა, ამ თემას დავუბრუნდე. საარჩევნო პერიოდია და არ მინდა, გადავაჭარბო კრიტიკაში ჩემი ყოფილი თანაგუნდელების და მათ რიცხვში „თავისუფალი დემოკრატების“ მიმართ. მე რამდენჯერმე მივანიშნე, რომ იმ ბრალდებებზე, რაც გაკეთდა მათი ლიდერის მხრიდან, თითქოს ვარ ჩარეული, ირაკლი ალასანიასა რც ერთი საბუთი არ მოუტანია. ამავდროულად გაკეთდა ძალიან დაუსაბუთებელი განცხადებები, რომ ზეწოლა არის ექსპერტზე, შემდგომ ითქვა, თითქოს მოიტაცეს ექსპერტი. არც ერთი ფაქტი არ დადასტურდა, არსად არ იყო ის კაცი მოტაცებული, იყო განცხადებები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. ითქვა ისიც, რომ მოსამართლეზეა ზეწოლა დ თავშესაფარს ეძებს უცხო ქვეყანაშიო. ესეც არც ერთი მხრიდან არ დასაბუთდა. შესაბამისად, ჩემს მიმართ მათი მხრიდან გაკეთებული ბრალდებები ძალიან მსუბუქდება, რამეთუ განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ დასაბუთდა“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტებმა დასვეს კითხვა, რომლის მიხედვითაც, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობა არ იკვეთება.

„სახალხო დამცველი თუ ასეთ აზრებს გამოთქვამს სასამართლოს დასრულებამდე, ძალიან ცუდია, ერევა სასამართლოს საქმეებში. ასწრებს სასამართლოს. მე არ მინახავს და არ მომისმენია ეს განცხადებები. არამიზნობრივად არის დახარჯული, თუ გაფლანგული 5 მილიონი ლარი, ჩემი აზრით ეს სერიოზულ კითხვეს იწვევს, მაგრამ მე სულაც არა ვარ მოსამართლე და არ ვაპირებ დასკვნების გაკეთებას. დაველოდოთ სასამართლოს“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი პაატა ბურჭულაძის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს
შემდეგი სტატიაივანიშვილი მშვიდობის მემორანდუმზე: ამის საჭიროება არ უნდა დამდგარიყო