(video) ბიძინა ივანიშვილი : ,,ბევრი ბიულეტინი გაყალბდა პირველ ტურში”

ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ყოფილი პრემიერის თქმით, მან საქართველოს სწორ მომავალს მისცა ხმა. ივანიშვილის განცხადებით, მეორე ტური იმიტომ გახდა საჭირო, რომ პირველ ტურში ბევრი ბიულეტინი გაყალბდა.

,, მე არ ვისაუბრებ ტექნიკურ მიზეზებზე, ამდენი არ უნდა, უნდა ყოფილიყო უფრო ნაკლები, ბევრი გაყალბდა. თუ გაქვთ ინფორმაცია გაარკვიეთ ვინ გააყალბა და რატომ. ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარების დიდ ნაწილს შეეძლოთ პირველ ტურში გამარჯვება, თუმცა რატომღაც გაყალბდა ძალიან ბევრი ბიულეტინი. ამის ოსტატები სად იყვნენ თქვენ კარგად იცით და ალბათ იქიდან მოდიოდა ეს ყველაფერი,“-განაცხადა ივანიშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=Q5a6QY1ri50&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიმარნეულის 50-ე უბანზე მცირე ხარვეზები ფიქსირდება-ცესკოში ოთარ კახიძის განცხადებას პასუხობენ
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს