ბიძინა ივანიშვილი: არც დავით ნარმანიაა უნაკლო
სხვა სტატიები
- ნიკო ლეკიშვილი: პრემიერმა კვირიკაშვილმა „ოცნების“ პოლიტსაბჭოს დიდუბის ოლქში ჩემი კანდიდატურა შესთავაზა
- პრემიერი-ეპიდემიის პირობებში არჩევნები სერიოზული გამოწვევაა, თუმცა ვდგამთ ნაბიჯებს, რათა ვირუსის გავრცელების საფრთხე იყოს მინიმალური
- ომბუდსმენმა 2015 წლის ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში პარლამენტს წარუდგინა
დავით ნარმანია არის ძალიან მეთოდური, განათლებული, კარგი მენეჯერი,- ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელოში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ნატა ფერაძის სახით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნარმანიას წინააღმდეგ თემის აგორება მოახერხა.
„თბილისი არის რთული სამართავი, ძალიან გაიზარდა ნარმანიას მმართველობის დროს. არც ნარმანია არ არის უნაკლო, რაღაც პრობლემები აქვს, მაგალითად საზოგადოებასთან კომუნიკაცია, მაგრამ ზოგადად ნარმანია სტანდარტებს იცავს. არასდროს ყოფილა ნარმანიასთან დაკავშირებით კორუფციაზე მინიშნება, გარდა ფერაძისა და ასეთი უარგუმენტო და უპასუხისმგებლო ხალხის გამონათქვამებისა“,- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.